პოლიტიკა
აზერბაიჯანი პასუხს აგებს ევროპული კონვენციის დარღვევებისთვის

,,Armradio.am” წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა განაგრძობს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ უდავო მტკიცებულებების წარდგენას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის.
ბოლო დღეების განმავლობაში ევროსასამართლოში წარდგენილი იქნა საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობის ახალი მტკიცებულებები.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აზერბაიჯანი პასუხს აგებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთ დარღვევაზე, იტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობა.