
არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ სტეფანაკერტის ტერიტორიაზე უკვე 180-მდე კასეტური ბომბი იქნა ნაპოვნი, რომელთა ნაწილი მოსახლეობამ შენიშნა და რეაგირება მოახდინა.
”გამნაღმველებმა ისინი ადგილზე გაანადგურეს. გამნაღმველთა ჯგუფები აგრძელებენ სტეფანაკერტის ქუჩების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად მათ მოძიებას და სარაკეტო ცეცხლის შემდეგ აუფეთქებელი იარაღისა და საბრძოლო მასალების განეიტრალებას. უახლოეს დღეებში ეს სამუშაოები გაგრძელდება რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოუწოდებს არ შეეხონ ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ნაღმებს, კასეტურ საბრძოლო მასალებს და კასეტურ ბომბებს.
აუცილებელია დაუყოვნებლივ დარეკოთ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კრიზისების მართვის ცენტრში, შემდეგ ნომერზე – 911, 101,112.