მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფმა განცხადება გაავრცელა

,,Armradio.am” წერს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

”მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მიესალმებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, და მხარეებს მოუწოდებს სრულად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

თანათავმჯდომარეები და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიურად განიხილავენ  შეძლებიდაგვარად სწრაფად გვამების დაბრუნების და ტყვეთა გაცვლის წესისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს.

ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ყველა საჭირო უსაფრთხოება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“.

ნახეთ მეტი
Back to top button