მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მჯ წითელ ჯვართან თანამშრომლობს დაღუპულთა დაბრუნების და ტყვეთა გაცვლის საკითხებში

ეუთოს მინსკის ჯგუფის ცნობით, იგი ინტენსიურ განხილვას აწარმოებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაღუპულთა გვამების დაუყოვნებლივ დაბრუნებისა და ტყვეთა გაცვლის პირობების გარშემო.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვი რუსეთიდან, შტეფან ვისკონტი საფრანგეთიდან, ენდრიუ ჩაფერი აშშ-დან) მიესალმნენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზორაბ მნაცაკანიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას. ისინი მხარეებს მოუწოდებენ თავიანთი ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ.

თანათავმჯდომარეები და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ინტენსიურად განიხილავენ  შეძლებიდაგვარად სწრაფად გვამების და ტყვეთა გაცვლის მექანიზმებს. ამისათვის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები.

ნახეთ მეტი
Back to top button