
ამ დილით უფრო მშვიდი სიტუაციაა კონტაქტის ხაზზე, დასახლებული პუნქტები არ იბომბება, მცირე სროლაა ფრონტის წინა ხაზზე. თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს წუთების განმავლობაში, განაცხადა არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
არცახის მოსახლეობას მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, მაგრამ მათ ასევე არ შეუძლიათ მიიღონ დამავალდებულებელი პირობა იმ ქვეყნისგან, რომლის მიზანი არის არცახის ისტორიის, ხალხის განადგურება.
”მე გამოვაცხადებ სამამულო ომს და მოვუწოდებ ყველა სომეხს, მატერიალური და ფიზიკური მონაწილეობა მიიღონ, თუ მოისურვებენ. თუ მათ ხანგრძლივი ომი უნდათ, ჩვენ უარს არ ვიტყვით“, – თქვა მან.