სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა გუშინ Facebook-ის გვერდზე ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების წევრები მონაწილეობენ აზერბაიჯანის მხრიდან საომარ მოქმედებებში.
”ეს არის დღევანდელი ომის რეალური სახე. თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემმა არცახის წინააღმდეგ მოიყვანა და საქმეში ჩართო სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლები.
მსოფლიოს სომხებმა ეს აღმაშფოთებელი ფაქტი მსოფლიოს წინაშე უნდა დააყენონ არაძალადობრივი, მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის საშუალებით და ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ დღის წესრიგზე: არცახის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის დაგმობს და არცახის დამოუკიდებლობის აღიარება. და, რა თქმა უნდა, არცახის მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით ამ განსაცდელის გასაძლებად”, – წერს ფაშინიანი.