მთავარიპოლიტიკა

შეიძლება აღმოვჩნდეთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ფაშინიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, არცახ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ომი შეიძლება გავრცელდეს ჩვენი რეგიონიდან უფრო დიდ რეგიონში. ამის შესახებ გერმანიის ZDF ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვას ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ. ვინაიდან, ვთქვი, და არ მეზარება კდევ ერთხელ განვაცხადო, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპა, სათანადო რეაგირებას არ მოახდენს ამ ვითარებაზე, უახლოეს მომავალში მოგვიწვევს თურქეთს ველოდოთ ვენის სიახლოვეს”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება შესაძლო კომპრომისებს, ფაშინიანის თქმით, ეს შესაძლებელია იმ პირობებში, თუ მხარეები მზად არიან კომპრომისზე წასვლისთვის. აზერბაიჯანი არ არის მზად. როგორც მაგალითი, მან მოიყვანა  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც სომხური მხარე მიესალმება, მაგრამ აზერბაიჯანი არანაირ რეაგირებას არ ახდენს.

უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, თურქეთი აცხადებს, რომ იმედოვნებს, აზერბაიჯანი არ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის აღიარება შეიძლება გამოსავალი იყოს ამ სიტუაციიდან.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი 100 წლის შემდეგ დაბრუნდა რეგიონში სომხების გენოციდის გასაგრძელებლად.  ხდება მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის მცდელობა, იქიდან სომხების განდევნა, სომხების განადგურება.

ნახეთ მეტი
Back to top button