პოლიტიკა

ჩვენი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთება ძლიერია. არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, და დაწერა, რომ დღეს იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთება ძლიერია.

”დღეს, ჰადრუთში მტრის დივერსიული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთება ძლიერია.

მათი მშვიდი და ფხიზელი თვალები გამოხატავს გამარჯვების თავდაჯერებულ განწყობას მტრის ავაზაკური ბანდების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სხვათა შორის, მე შემთხვევით შევხვდი არუშან ბადასიანს, ჩვენი არცახის პირველი ომის ერთ-ერთ ლეგენდარულ სარდალს, რომელიც შეერთებული შტატებიდან არცახისკენ გამოეშურა, როგორც კი ომის ამბები გაიგო.

ჩვენ ვდგავრთ ჩვენი მიწისთვის და ეს პროცესი შეუჩერებელია.

”დიდება სომეხ ხალხს, რომელმაც სამუდამოდ უნდა იცხოვროს და იმოქმედოს თავის სამშობლოში”, – წერს არაიკ ჰარუთიუნიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button