
ჯავახელმა სომხებმა დაახლოებით 270 ათასი დოლარი გადაურიცხეს სრულიად სომხურ ფონდ “ჰაიასტანს”. ამის შესახებ ვიგებთ საქართველოში სომხეთის საელჩოს ფეისბუქის გვერდიდან.
”ჩვენ ვაცნობებთ, რომ ჯავახეთის სომხები დიდი ენერგიით აგრძელებენ არცახისთვის დახმარების პროცესს. სხვა მასშტაბურ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, ჯავახეთის სომხებმა დღეს დაახლოებით 270 ათასი დოლარი გადარიცხეს ჰაიასტანის სომხურ ფონდში. ”ჩვენ ერთად ვართ ძლიერი”, – ნათქვამია შეტყობინებაში.