მთავარიპოლიტიკა

ჰადრუთში აზერბაიჯანელებმა მოკლეს ორი ბინადარი, დედა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟი

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი არტაკ ბეგლარიანი აცხადებს, რომ გუშინ დილით აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფის შეჭრისას, სახლში მოკლეს ქალაქ ჰადრუთის ორი მკვიდრი, დედა და მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟი.

 ”ახლა ჩვენ ვმუშაობთ გარემოებების გასარკვევად, და მოგვიანებით უფრო დეტალურ მონაცემებს მოგაწვდით”, – წერს იგი.

მკაცრად გმობს რა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ არცახის მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ბოროტმოქმედებას, ბეგლარიანი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირება მოახდინოს ამ საქმეზე და მოძებნოს შესაბამისი სასჯელი დამნაშავეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის საათამდე, მტერმა ჩაატარა დივერსიული შეღწევის მცდელობა ჰადრუთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ ჰადრუთში შეღწეული დივერსიული ჯგუფის განეიტრალების პროცესი თითქმის დასრულებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button