მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს სურს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სომხურ მხარეს

,,Armradio.am” წერს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვითომ და სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰადრუთისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმა სცადეს და ცეცხლი დაუშინეს თეთრი დროშის მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას,  რომელიც გვამებს აგროვებდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე პასუხისმგებლობა დააკისროს სომხურ მხარეს.

10 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აშკარად ნათქვამია, რომ არცახსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ტყვეების დ სხვა დაკავებულ პირთა, ცხედრების სხეულების გაცვლა უნდა განხორციელდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით და უკანასკნელის კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ამ მომენტის მდგომარეობით არ ხდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს პრიმიტიულ პროვოკაციად მივიჩნევთ და დაინტერესებული მხარეების ყურადღებას ვამახვილებთ ამ ფაქტზე.

ნახეთ მეტი
Back to top button