პოლიტიკა
“გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას”: აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩო აფრთხილებს, რომ იქ ტერორისტები არიან

აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩო არ გირჩევთ ბაქოში ან საერთოდ აზერბაიჯანში წასვლას ტერორისტების გამო. ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდიდან ვიგებთ.
”გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას აზერბაიჯანში გამგზავრების შესახებ COVID-19-ის და ტერორიზმის შიშის გამო. დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანში არსებობდა ტერორისტული ჯგუფების თავდასხმის რისკი. ტერორისტები თავიანთ თავდასხმებს ახორციელებენ თითქმის გაფრთხილების გარეშე, სამიზნედ ირჩევენ აეროპორტებს, ტურისტულ ობიექტებს, სატრანსპორტო კვანძებს, ბაზრებს, სავაჭრო ცენტრებს, ადგილობრივ მთავრობებს, სასტუმროებს, კლუბებს, რესტორნებს, რელიგიურ ადგილებს, პარკებს, დიდ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, საზოგადოებრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სხვა საგანმანათლებლო ობიექტებს.” , – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე.