
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი შეხვდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ხვალ, 12 ოქტომბერს, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ „Sputnik სომხეთს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განუცხადა.
”მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, სადაც მინისტრი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება, დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან”, – თქვა ნაღდალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი (იგორ პოპოვი), საფრანგეთი (სტეფან ვისკონტი) და შეერთებული შტატები (ენდრიუ ჩაფერი).