როგორც არცახის თავდაცვის არმიამ განაცხადა, 12 ოქტომბერს თავდაცვის არმიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოწინააღმდეგის “AN-2” ტიპის უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოგდო.
უპილოტო მფრინავი აპარატის ჩამოგდება მოხდა აღმოსავლეთის მიმართულებით.
მანამდე, არცახის საინფორმაციო შტაბი აცხადებდა, რომ მტერმა განიცადა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგები.
კერძოდ, ბოლო დღეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 3 აზერბაიჯანული უპილოტო მფრინავი აპარატი და 3 ჯავშანტექნიკა. მტერს ცოცხალი ძალის 200 დანაკარგი გააჩნია.