არცახის რესპუბლიკის სამხედრო ტყვეთა, მძევლებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ სახელმწიფო კომისია მზად არის შეასრულოს საპასუხო ჰუმანიტარული ოპერაციები, თუ აზერბაიჯანული მხარე მკაცრად დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ვითარება დასტაბილურდება. ინფორმაციას აქვეყნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
”სამხედრო ტყვეთა, მძევლებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიამ თავისი მანდატის ფარგლებში დაიწყო წინასწარმოსამზადებელი სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.