
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სადაც სომხური საზოგადოების წარმომადგენლები ახორციელებენ სომხეთისა და არცახის მხარდამჭერ აქციებს.
ფოტოსალბომის შუა ნაწილში, გამოსახული იყო ორი ფოტო საქართველოდან სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ფოტოები დასათაურებული იყო ჯავახეთის ქართული და სომხური დასახელებით: „ჯავახეთი“ და „ჯავახქ“.
