პოლიტიკა

აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა დაიწყეს სასაცილო ომი კარდაშიანის წინააღმდეგ. სომხებმა კონტრშეტევა წამოიწყეს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა სომეხმა ქალმა, ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმაკიდევ ერთხელ დაიცვა თავისი ისტორიული სამშობლო, რის გამოც მას აზერბაიჯანელები თავს დაესხნენ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ არცახის საომარ ვითარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კიმ კარდაშიანმა 1 მილიონი დოლარი შესწირა სომხურ ფონდს ,,ჰაიასტან“-ს და მოუწოდა თავის მილიონობით გულშემატკივარს შეწირულობა განახორციელონ და ებრძოლონ აზერბაიჯანის აგრესიას.

კარდაშიანის ვიდეო შეტყობინების შემდეგ, აზერბაიჯანელი მომხმარებლები თავს დაესხნენ ტელევარსკლავის ოფიციალურ გვერდებს Facebook, Instagram და Twitter.

სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა სასაცილო ჰეშთეგი # KimKardashianSupportsTerrorism: Kim Kardashian მხარს უჭერს ტერორიზმს. სასაცილო ის არის, რომ ჰეშთეგი მოიგონეს და გამოიყენეს ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთა არმიაშიც ამჟამად ტერორისტები და დაქირავებული სამხედროები იბრძვიან.

პუბლიკაციების კომენტარებშიც კი, რომელთაც სომხეთთან საერთო არაფერი აქვთ, კერძოდ, კარდაშიანის კოსმეტიკური და საცვლების ფოტოების ქვეშ, აზერბაიჯანელები უარყოფით კომენტარებს ტოვებენ.

ისინი წერენ უარყოფით კომენტარებს მეგასტარის მიერ წარმოდგენილი ბრენდების ოფიციალურ გვერდებზე, თითქოს ეს პროდუქტები უხარისხოა.

როგორც ბრძოლის ველზე, ისე სოციალურ ქსელებში სომეხმა მომხმარებლებმა კონტრშეტევა დაიწყეს. მათ კარდაშიანის გვერდებზე მრავალი პოზიტიური კომენტარი და რეაქცია დაწერეს და მადლობა გადაუხადეს სამართლიანობისთვის. ზოგი აზერბაიჯანელებთანაც კი კამათობდა.

“თქვენ თურქები  ერთად ხართ 90 მილიონი (10 მილიონი ადამიანი ცხოვრობთ აზერბაიჯანში, 80 მილიონი თურქეთში), კიმს კი 200 მილიონი მიმდევარი ჰყავს. დაწყნარდით”, “ახლავე დაიკარგეთ ჩვენი დედოფლის გვერდიდან”, “იხუმრეთ თქვენი ვარსკვლავების გვერდზე, ააა, თქვენ ვარსკვლავები არ გყავთ?”, – წერენ სომეხი მომხმარებლები.

უნდა აღინიშნოს, რომ კარდაშიანი დიდი ხანია მიჩვეულია აზერბაიჯანელი მომხმარებლების ნეგატიურ კომენტარებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მას დიდი ხანია აღარ აინტერესებს მისი მისამსართით გაკეთებული  ცუდი კომენტარები.

ნახეთ მეტი
Back to top button