მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მჯ მისია ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ვერიფიცირების მექანიზმზე

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ღრმად შეშფოთებულნი არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო მიმდინარე ძალადობით. თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

თანათავმჯდომარეები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით, რეგიონისთვის საფრთხის მომტანი კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად.

”თანათავმჯდომარეები იმეორებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ისინი მხარეებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაადგინონ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მსხვერპლთა და ტყვეთა ცხედრების გასაცვლელად. ”თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერიფიცირების მექანიზმზე”, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ესაუბრნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს. მოლაპარაკებების შემდეგ, თანათავმჯდომარეები იმუშავებენ მხარეებთან, რათა მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკებების გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button