მთავარიპოლიტიკა

თურქეთ-აზერბაიჯანის ძალები ფაქტობრივად უარს ამბობენ ცეცხლის შეჩერებაზე: არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის მიერ ჰუმანიტარული ცეცხლის  შეწყვეტის პირობების  დარღვევის შესახებ.

2020 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის შუამდგომლობით ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანის არმია, რომელიც იმყოფება თურქეთის მეთაურობისა და ხელმძღვანელობის  ქვეშ, განაგრძობს აგრესიულ მოქმედებებს, არცახის  ტერიტორიის დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით.  

აზერბაიჯანულ-თურქული ძალები განუწყვეტელი სარაკეტო  და ასაარტილერიო დაბომბვის პარალელურად აწარმოებენ ფრონტის ხაზზე შეტევებსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button