მთავარიპოლიტიკა

მსოფლიო ძეგლთა ფონდმა შუშის წმინდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სარაკეტო დაბომბვა მიუღებლად მიიჩნია

მსოფლიო ძეგლთა ფონდმა (WMF) შეიტყო, რომ შუშის წმინდა მაცხოვრის ტაძარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზიანდა, აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერი ნიმუშის განზრახ განადგურება.

ღაზანჩეცოცის  საეკლესიო კომპლექსის სახელით ცნობილი ტაძარი აშენდა მე -19 საუკუნეში, ომის შემდეგ 1990 წელს აღადგინეს და რეგიონის აღორძინების სიმბოლო გახდა.

„არმენპერსის“ ცნობით, ფონდმა განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის განადგურება  შეუქცევადი დდანაკარგია  როგორც ადგილობრივი თემების, ასევე მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისითაც, რადგან იგი სამუდამოდ არღვევს კაცობრიობის კავშირებს წარსულთან – ჭრილობებს აყენებს  ხალხთა თავისთავადობას.

ფონდი მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  რაიმე ფორმით დაზიანებისაგან.

8 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა ორჯერ გაისროლა რაკეტები შუშის წმინდა მაცხოვრის ეკლესიისკენ, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა კომპლექსი და დაშავდა სამი რუსი ჟურნალისტი, რომელთაგან ერთი  მძიმე მდგომარეობაშია.

ნახეთ მეტი
Back to top button