მთავარიპოლიტიკა

რა არის სტატუს კვო? მნაცაკანიანმა თქვა, თუ რა არის კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი პუნქტი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება უნდა ემყარებოდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამის შესახებ მან განაცხადა ,,რია ნოვოსტისთან“ და ,,სპუტნიკთან“ საუბრისას.

”რას ნიშნავს სტატუს კვოს შენარჩუნება?” ჩვენ გვჭირდება კონფლიქტის  ისეთი მოგვარება, სადაც დაცულია მთიანი ყარაბაღის ინტერესები, რაც ეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, მე ვსაუბრობ ექზისტენციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. სანამ ახლა აქ ვსაუბრობთ, იქ ჩემი თანამემამულეები იღუპებიან. ისინი ცხოვრობენ მტრის დარტყმების ქვეშ- მშვიდობიანი მოსახლეობა და ადამიანები, რომლებიც დგანან საკუთარი ოჯახის, მათი სახლის დასაცავად. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ჩვენი თანამემამულეების ექზისტენციალური და ფიზიკური უსაფრთხოების მიმართ. ეს უნდა აისახოს კონფლიქტის მოგვარებაში”, – აღნიშნა მან.

მნაცაკანიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია აგრეთვე მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტის ფაქტის რეალურ დაცვას.

”ვერიფიკაცია აუცილებელია. ამ თემაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. დეტალებს აღარ გავაკეთებ, რადგან ახლა ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია. ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ვითომ და სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არღვევს ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ ამაზე უკვე რამდენი წელია ვამბობთ ამის შესახებ: მონიტორინგის მექანიზმებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ცეცხლის შეწყვეტის რეალურად დაცვა”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button