
ღამის განმავლობაში, არცახ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური დაძაბულობა უცვლელი დარჩა, იტყობინება არცახის თავდაცვის სამინისტრო.
დილით მოწინააღმდეგემ განაახლა ოპერაციები სამხრეთის, ჩრდილოეთის, ჩრდილო – აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით, რასაც თან ახლავს აქტიური სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლი. მტერი განსაკუთრებით აქტიურობს ფრონტის ხაზის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში.
”თავდაცვის არმიის ნაწილები ადეკვატურ ზომებს იღებენ ყველა მიმართულებით მტრის ცეცხლის ჩაჩუმებისა და ამ უკანასკნელის გეგმების ჩაშლის მიზნით, ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაციის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებით”, -აღნიშნულია განცხადებაში.