,,Armradio.am“ წერს, რომ ფრანგ ექიმთა ჯგუფი სომხეთში ჩამოვიდა. ისინი აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას დაეხმარებიან.
ექიმთა ჯგუფი მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო ზონაში და ჰუმანიტარული მისიის დიდი გამოცდილება აქვს.
ამ უკანასკნელებმა ჩამოიტანეს საჭირო მედიკამენტები და აღჭურვილობა.
ექიმების ვიზიტი ინიცირებულ იქნა გულსისხლძარღვთა ქირურგის, ლევონ ხაჩატრიანის, ასევე “ანა კაროლინას” და “შაჰბაზიანის” ჰოლდინგის მიერ.
ექიმების დელეგაციის ჯგუფში შედიან:
ლევონ ხაჩატრიანი – გულსისხლძარღვთა ქირურგი,
ან მარი ბერჟე – ქირურგი,
პატრიკ კნიპერი – რეკონსტრუქციული ქირურგი
პიერ ჟირარი – ქირურგი-ტრავმატოლოგი
მიქაელ ჩაფარიანი – ქირურგი-ტრავმატოლოგი, მარი-ლის პეტი – ექიმის ასისტენტი