
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სრულად უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებას სომხეთის მიმართ, ტარტარის რეგიონის მიმართულებით სროლის თაობაზე.
”ამ აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე ამზადებს ნიადაგს აგრესიული ქმედებებისთვის მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფანიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.