პოლიტიკა

სტეფანაკერტში ნაპოვნია 673 დამრტყმელი და კასეტური ბომბი

,,Armradio.am” წერს, რომ არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო ძალების დეპარტამენტის გამნაღმველი ჯგუფები აგრძელებენ აუფეთქებელი ბომბების და ჭურვების მოძიებას და ამავე დროს მათ განეიტრალებას.

მხოლოდ სტეფანაკერტში უკვე ნაპოვნია თურქული და ისრაელური წარმოების 673 სარაკეტო, დამრტყმელი და კასეტური ბომბი.

სამსახურის დირექტორის, პოლკოვნიკ კარენ სარგსიანის დავალებით, აუფეთქებელი იარაღი და აღჭურვილობა მესამგრეებმა დედაქალაქის გარეთ უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს და გაანადგურეს. პროცესს აშუქებდნენ სომხური და უცხოური მედიის წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button