
,,სპუტნიკი სომხეთის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დეტალები წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაწყებული ომისა და მასში თურქეთის მონაწილეობის შესახებ.
”აშკარაა, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, თუ მასში სრულად ჩართვის მზადყოფნას არ გამოხატავდა და საბოლოოდ, არ ჩაერთვებოდა თურქეთი. მსურს ყველა ჩვენგანის ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო როგორც თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაგრძელება. თურქეთის მონაწილეობა და ომის წახალისებაც ვფიქრობ, რომ ესეც საჯაროა. ამასთან, იგი ემყარება არა მხოლოდ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გადავეცით, არამედ საზოგადოებრივ განცხადებებს. და დღემდე თურქეთი განაგრძობს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. რატომ მოვიდა თურქეთი სამხრეთ კავკასიაში 100 წლის შემდეგ? ჩვენი აზრით, სომეხი ხალხის გენოციდის პოლიტიკის გასაგრძელებლად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთმა სირიაში დაიქირავა მებრძოლები და ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და ისინი საკუთარი საჰაერო ტრანსპორტით გადაიყვანა კონფლიქტის ზონაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ეს არის თურქეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ნაწილი, რადგან სამხრეთ კავკასიის სომხები ბოლო დაბრკოლებაა თურქეთისთვის აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გასავრცელებლად. ეს ნამდვილად არის თურქეთის იმპერიის აღდგენის პოლიტიკა.
”სამხედრო ოპერაციებმა და მათმა ბუნებამ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სომეხი ხალხი, სომხები, მთიანი ყარაბაღის სომხები ეგზისტენციალურ საფრთხეში არიან. და თუ ყარაბაღის დასახლებების დაბომბვის პოლიტიკას ბოლო 15 წლის განმავლობაში შევადარებთ აზერბაიჯანში განვითარებულ სიძულვილის პოლიტიკას, აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური პოლიტიკური მიზანი სომხების განადგურებაა, მინიმუმ მთიან ყარაბაღში. და ვფიქრობ, რომ ამის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო რამილ საფაროვის საქმეა, რომლის დეტალებიც, იმედი მაქვს, იცით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჰუმანიტარული კრიზისის მდგომარეობასთან, და ამის პრევენციის ერთადერთი ეფექტური გზა შეიძლება იყოს:
• საერთაშორისო საზოგადოების მიერ ზემოაღნიშნული ფაქტების ოფიციალური დაფიქსირება;
• მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების აღიარება, დამოუკიდებლობის აღიარების ჩათვლით.
ფაშინიანმა უარყო აზერბაიჯანული მხარის მტკიცებები, რომ სომხური მხარე გამიზნულად ურტყამს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საჯარო მოწოდების შემდეგ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით მიღებულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აზერბაიჯანმა კი არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
”ამჟამად ვითარება დაძაბულია, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში. რეალურად, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა არ გვაქვს. სომხეთმა ნათლად დააფიქსირა განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განცხადების თანახმად, ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ჩვენს ზრახვებს, ჩვენ ერთგულები ვართ ამ განზრახვების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მოქმედებები, მოლაპარაკებების პროცესის დაწყება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის უცვლელი ფორმატით”, – აღნიშნა მან.
სრ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც გულწრფელ ძალისხმევას ხმარობენ ძალადობის შესაჩერებლად, ასევე აშშ-ს ადმინისტრაციას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ავსტრიის კანცლერს და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელთანაც მან სატელეფონო საუბარი გამართა და გაცვალეს მოსაზრებები შექმნილ ვითარებაზე.