
აზერბაიჯანის მთავრობა აკონტროლებს ჩვენს მოძრაობას, კონფლიქტის გაშუქების ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ მუდამ „ძიძა“ დაგვყვება.
საფრანგეთის სატელევიზიო არხის France 24-ის ჟურნალისტი – ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აზერბაიჯანმა შეუშვა – აფრთხილებს მაყურებლებს, რომ მათ არ შეუძლიათ კონფლიქტის გაშუქება ისე, როგორც მათ სურთ.
როგორც იუწყება ტელეგრამ-არხი Murado, ჟურნალისტი მაყურებელს ეუბნება, რომ აზერბაიჯანის მთავრობის “ძიძა” მათთან არის ყოველთვის – ადამიანი, რომელიც მათ ეუბნება, რა და სად უნდა გადაიღონ. ეს ”ძალიან ართულებს” იმის ჭეშმარიტი სურათის მიღებას, რაც ხდება.
”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავიგოთ რამდენად რეალურია ის სურათი, რომელიც ჩვენთვის [აზერბაიჯანში] არის წარმოდგენილი”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.