პოლიტიკა

შოიგუ შეაშფოთა დაქირავებულ თავდამსხმელთა ყარაბაღში ყოფნამ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაქირავებულ თავდამსხმელთა გადაყვანის შესახებ ინფორმაციით.

”გუშინ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეშფოთება გამოთქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის მიმართ”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს მთიანი ყარაბაღში არსებული მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილებაზე მიმართულ რუსეთის ფედერაციის ინიციატივების განხორციელებაში.

ამ სამუშაოს მთავარი მიზანი, მათ შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ გამართული მოლაპარაკებები, არის მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა და კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღდგენა რეგიონალური ვითარების მოსაგვარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button