
14 ოქტომბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს სამხედრო ტექნიკა, რომელიც მორიგეობდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქარვაჭართან სასაზღვრო ზონაში, იმის ვარადუდით, რომ თითქოს ტექნიკა მზად იყო აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი ავრცელებს.
”ზედმეტია იმის თქმა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ არის დასაბუთებული. სინამდვილეში, ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობა თავს ნებას აძლევს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა ამოიღოს მიზანში, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის მიმართულებით დღემდე არ არის გასროლილი არც ერთი რაკეტა, ჭურვი ან ტყვია, ჩვენ ამავე დროს ვაცხადებთ, რომ ამიერიდან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იტოვებენ უფლებას მიზანში ამოიღონ ნებისმიერი სამხედრო ობიექტი ან სამხედრო მოძრაობა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა საბრძოლო ზონის ლოგიკის შეცვლის პროცესზე. ”საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის”, – ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.