პოლიტიკა

მთიან ყარაბაღში მოკლულ დაქირავებულთა რაოდენობამ 119-ს მიაღწია

ლონდონში მოქმედმა  ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ (SOHR) გამოაცხადა, რომ  ზოგიერთ ჯიჰადისტთა  ცხედრები,   რომელიც ანკარამ გადაიყვანა  მთიანი ყარაბაღში მებრძოლი აზერბაიჯანული ჯარების რიგებში, უკვე სირიაშია გაგზავნილი.

როგორც ermenihuber წერს, განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის მიერ სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანში გადაყვანილი ჯიჰადისტური ჯგუფების წევრთა შორის მსხვერპლთა რაოდენობამ 119-ს მიაღწია. 78 ცხედარი უკვე გადატანეს აზერბაიჯანიდან სირიაში.

ობსერვატორიის თანახმად, არაბეთში მებრძოლი ტერორისტების საერთო რაოდენობამ, აზერბაიჯანში გადაყვანილ ბოლო 250 კაციან ჯგუფთან ერთად, დაახლოებით 1,450-ს მიაღწია. ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში თურქეთი აპირებს აზერბაიჯანში გადაიყვანოს “სულთან მურადის”, “ალ ჰამზათის ბრიგადის” და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებიდან დაკომპლექტებული ბოევიკები.

ნახეთ მეტი
Back to top button