მთავარიპოლიტიკა

მტერმა განაახლა სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები: თავდაცვის არმიამ მოგვაწოდა ახალი მონაცემები

დღეს დილით მტერმა სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარღვია რა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განაახლა საარტილერიო დაბომბვები, განსაკუთრებით ინტენსიური სროლაა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით. ინფორმაციას ავრცელებს არცახის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახური.

”არცახისა  და აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური დაძაბულობა შენარჩუნდა  მთელი ღამის განმავლობაში. საარტილერიო ბრძოლები სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ  ზომებს იღებენ ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მტრის შეტევითი საქმიანობის შესაჩერებლად, აგრძელებენ  სამშობლოს საზღვრების დაცვის წმინდა მისიის თავდაჯერებულად შესრულებას.

ნახეთ მეტი
Back to top button