ცნობილი როკ მუსიკოსი, “System of a Down” ჯგუფის სოლისტი სერჟ თანკიანი თავის ინსტაგრამის გვერდზე შეეხო არცახის ომს და ყველას, ვინც სომხეთს ეხმარება. მუსიკოსმა უამბო სომეხის შესახებ, რომელმაც თავისი სატვირთო მანქანების ხელახალი პროფილირება მოახდინა მოძრავ ჰოსპიტალებად. თანკიანმა გამოაქვეყნა იმ მამაკაცის ქალიშვილის პოსტი, რომელმაც ეს შემოწირულობა გააკეთა.
”მშვენიერი შემოწირულობაა. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი ჩვენი ერის წარმატებაში. მე იმდენად ვამაყობ მამაჩემით, რომ მან კვების სატვირთო მანქანები გადააპროფილა ჰოსპიტალებად დაჭრილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად. მანქანების შემდეგი პარტია აღჭურვილი იქნება საშხაპე ოთახით. ის არ ჩერდება. ”არც ჩვენ უნდა გავჩერდეთ”, – დაწერა გოგონამ.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეებში მსოფლიოში ცნობილი სომხები საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად წარმოუჩენენ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ არცახში დაწყებული ომის დეტალებს.