მთავარიპოლიტიკა

ტრამპმა უნდა უთხრას აზერბაიჯანს, რომ იგი არ შეეგუება სამხედრო ოპერაციებს ყარაბაღში: ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს ანკარასთან თამაში და განუცხადოს აზერბაიჯანს, რომ იგი არ შეეგუება საომარ მოქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამავე დროს, ბაიდენის თანახმად, აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა თქვას, რომ „ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიები არ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით ოკუპირებულნი დარჩნენ”. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ.

„ტრამპის ადმინისტრაციამ  27 სექტემბრიდან,  საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან დაიწყო  აუხსნელი  დუმილი. არც პრეზიდენტ ტრამპს და არც სახელმწიფო მდივანს პომპეოს არ დაურეკავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებისთვის, თუმცა  რეგიონში ომი მძვინვარებს. „ტრამპის ადმინისტრაციამ  უფრო მეტი უნდა იმუშაოს   დაძაბულობის შესამცირებლად და მხარეების მოლაპარაკებების მაგიდაზე დასაბრუნებლად“.

ბაიდენის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე უნდა გააფრთხილოს თურქეთი, რომ კონფლიქტში არ ჩაერიოს.

მისივე თქმით, ამ საკითხში დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა რთულია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულია ნაბიჯები გადადგას მანამ, სანამ მსხვერპლის რაოდენობა არ გაზრდილა.

ნახეთ მეტი
Back to top button