არცახის ფრონტზე გამგზავრებამდე სარეზერვო ძალები წვრთნებს ატარებენ. “ზინუჟ მედიამ” კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების წვრთნები, რომლებმაც სხვადასხვა წელს დაასრულეს სამსახური, მაგრამ შეიარაღებული ძალების რიგებს სამშობლოს მოწოდებით შეუერთდნენ.
მეთაურები და ინსტრუქტორი ოფიცრები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მობილიზაციის მონაწილეებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და გაანადგურონ მტერი სხვადასხვა სიტუაციაში ბრძოლის ველზე.
”განწყობა საბრძოლოა, ყველანი მზად ვართ ფრონტის ხაზზე გასასვლელად”, – ამბობს მობილიზაციის ერთ-ერთი მონაწილე.
ომის ვითარების გათვალისწინებით, კურსები არის მოკლევადიანი, მაგრამ სავსეა დღისა და ღამის პრაქტიკული მეცადინეობებით. ყველა მათგანი ჯარმოვლილია და გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ დრო მცირეა და მომენტიც საბედისწეროა, ამიტომ სწრაფად უნდა გაიხსენონ სამხედრო უნარები და მზად იყვნენ ნებისმიერი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.
და ბოლოს, ბიჭები არ ივიწყებენ თავიანთ სასურველ მიზანს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.