მთავარიპოლიტიკა

”ჩვენ არ ვართ 1915 წლის სომხები. ჩვენ გაიძულებთ გადაიხადოთ ყველაფრისთვის”. ჰოლივუდის სომეხი ეროვნების მსახიობი მარკო ხან

ჰოლივუდის მსახიობმა მარკო ხანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სომხების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პოსტი გააკეთა. სომეხი მსახიობი დარწმუნებულია, რომ დღეს სომხები უფრო ძლიერი და უკეთ მომზადებულები არიან.

”ჩვენ აღარ ვართ 1915 წლის სომხები, ჩვენ ვართ გენოციდს გადარჩენილთა თაობა, უფრო განათლებული, უფრო თვითკმარი, უფრო შეიარაღებული. ბრძოლის გარეშე არ დავთმობთ, მათგან მეტს ავიღებთ. და რადგან ახლა ჩვენ მთელ მსოფლიოში ვართ გაბნეული, ჩვენ მათ ვაიძულებთ ყველაფრისთვის გადახდას”, – დაწერა ხანმა.

მანამდე მსახიობმა თავის მიმდევრებს მოუწოდა, დაგმონ აზერბაიჯანულ-თურქული პროვოკაციები, სიმართლე თქვან. ”სომხეთის გადარჩენისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. სომეხი არის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია  სამყაროში, რომელიც ასევე პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა. სომხეთში არის ეკლესიები, რომლებსაც საუკუნეების ისტორია აქვთ. მაგრამ დღეს ამ ბარბაროსებს თავიანთი ბენზინის ფულით უნდათ გაწმინდონ ეს ისტორია და კულტურა, ცდილობენ შექმნან თავიანთი ცრუ ვერსია. გთხოვთ დაეხმაროთ სომხეთს, თუნდაც სიმართლის გავრცელებით. ”ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – წერს იგი.

ნახეთ მეტი
Back to top button