მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ ომის შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი, 3 მძიმედ დაშავდა

„Armradio.am” წერს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ომის შედეგად ზარალდებიან ბავშვებიც. 15 ოქტომბრის მონაცემებით, არცახის რესპუბლიკაში, თავის საცხოვრებელ სახლთან მოკლეს 9 წლის გოგონა. მისი 2 წლის ძმა მძიმედ დაშავდა ქალაქ მარტუნის დაბომბვის დროს.

აზერბაიჯანის მიერ ძლიერი დაბომბვის გამო არცახის ქალაქ მარტაკერტში უპილოტო მფრინავი აპარატის დარტყმისგან დაიჭრა სახლისკენ მიმავალი მოზარდი, 13 წლის ბიჭი, რომელიც 5 დღე დარჩა კომაში. უპილოტო მფრინავი აპარატის დარტყმის ქვეშ მოხვდა ავტომანქანა, ოჯახის ყველა წევრი სერიოზულად დაშავდა. 14 ოქტომბერს, აზერბაიჯანული უპილოტო მფრინავი აპარატის დარტყმისგან ვარდენისი-სოთქის მაგისტრალთან დაიჭრა 14 წლის ბიჭი.

ასევე დიდი საფრთხე ემუქრება ბავშვების განათლების მიღების უფლებასაც. 27 სექტემბრის შემდეგ, არცახში ყველა სასწავლო დაწესებულება განუსაზღვრელი ვადით დაიხურა. არცახის რესპუბლიკაში განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს 24000-ზე მეტ ბავშვს. საომარი მდგომარეობის გამო, 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონის 119 თემის 10 815-ზე მეტ ბავშვს წაერთვა განათლების მიღების შესაძლებლობები.

უსაფრთხოების მიზნით, ამ თემების სკოლებში, ისევე როგორც დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყო დისტანციური გაკვეთილები. ათასობით ბავშვი იმავე თემებში ვერ ახერხებს საბავშვო ბაღში მისვლას.

ნახეთ მეტი
Back to top button