
აზერბაიჯანი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტორპედირებას, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ტვიტერში.
”ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და აზერბაიჯანი აგრძელებს მისი განხორციელების ტორპედირებას. ”თურქეთის უშუალო მონაწილეობით, ტერორისტული ბოევიკების მხარდაჭერით, ისინი განაგრძობენ ფართომასშტაბიან ომს არცახის წინააღმდეგ”.
2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ცეცხლის შეწყვეტა იქნა გამოცხადებული ჰუმანიტარული მიზნებისათვის სამხედრო ტყვეების,მათთან მყოფ სხვა პირთა და დაღუპულთა სხეულების გაცვლისთვის.