პოლიტიკა

აზერბაიჯანი დაქირავებულებთან მუშაობს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან: ჰარუთიუნიანს მტკიცებულებები გააჩნია

აზერბაიჯანიც და თურქეთიც კვლავ უარყოფენ იმას, რომმ თურქეთის შეიარაღებული ძალებიდა დაქირავებული ტერორისტები მონაწილეობენ არცახში  გამართულ საბრძოლო მოქმედებებში.

ამის შესახებ  დღევანდელ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ მინისტრის მთავარმა მრჩეველმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა.

ის ასევე ირწმუნება,  რომ  არცახის პირველი  ომის დროს აზერბაიჯანის მხრიდან ბევრი დაქირავებული პირი მონაწილეობდა ომში.

ყოფილი მინისტრი პრესკონფერენციაზე ხელცარიელი არ გამოცხადდა. მან თან მიიტანა აზერბაიჯანის გენერალური შტაბის ამჟამინდელი უფროსის ხელმოწერილი ძველი საბუთები, რომლითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილში 520 დაქირავებული მყოფი იმყოფებოდა არცახის პირველი  ომის დროს.

”ამ ბრძანებით, 520 დაქირავებული ტერორისტი ჩაერთო აზერბაიჯანის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და მონაწილეობა მიიღო იმ დღეების საომარ მოქმედებებში. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ბრძანებას თადარიგის ოფიცრების გამოძახების შესახებ, რომლებიც სპარსულს ფლობდნენ”, – თქვა ჰარუთიუნიანმა  და უჩვენა  იმ დღეებში აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობის შესაბამისი  ბრძანება.

ნახეთ მეტი
Back to top button