აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს თურქეთს შეწყვიტოს აზერბაიჯანის შეიარაღება

თურქეთი აწარმოებს აზერბაიჯანის შეიარაღებას საერთაშორისო მოთამაშეთა მოწოდების გათვალისწინების გარეშე. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ 14 ოქტომბერს სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ნაბიჯებს დგამს ტრამპის ადმინისტრაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
”ამ დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც იქ ხდება. ჩვენ შევუერთდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გახდეს კონფლიქტის პრობლემის გადაწყვეტის დასაწყისი. ჩვენ ასევე ვადევნებთ თვალყურს მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თურქეთს, რომელიც იარაღს აწვდის აზერბაიჯანს, უგულებელყოფს ყველა საერთაშორისო მოთამაშის მოწოდებას, რომ არ გაამძაფროს ეს არეულობა და დატოვოს რეგიონი. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს დიპლომატიურ იარაღებს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ჩვენ მას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს”, – თქვა პომპეომ.