თურქეთის მიერ სირიიდან არცახში საბრძოლველად დაქირავებულთა ოჯახის წევრებმა Washington Post- ს მოუთხრეს მათი ნათესავების შესახებ. როგორც “არმენპრესი” იუწყება, მედიასაშუალება წერს, რომ იგი დაქირავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა თურქეთ-სირიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მაშინ როდესაც ისინი ელოდებოდნენ 53-მდე სირიელი მამაკაცის ცხედარს, რომლებიც მოკლეს არცახისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზთან, მათი სამშობლოდან დაახლოებით 600 მილის დაშორებით.
მოკლულის ახლობლების განცხადებით, ისინი დაქირავებული ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც თურქეთის მხარდამჭერმა ბოევიკებმა აიყვანეს სირიაში და აზერბაიჯანში გააგზავნეს სომხური მხარის წინააღმდეგ საბრძოლველად. სირიელი ბოევიკების დაღუპვამ გამოიწვია შეშფოთება იმის შესახებ, რომ კონფლიქტი შეიძლება სწრაფად გამწვავდეს, მათ შორის თურქეთთან და რუსეთთან, მოხდეს ირანისა და საქართველოს დესტაბილიზაცია.
მედიის თანახმად, თურქეთი უარყოფს სირიელი ბოევიკების აზერბაიჯანში გაგზავნას, მაგრამ დაქირავებულებმა ნათესავებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადეს, რომ მათ ყოველთვიურ ხელფასს დაჰპირდა თურქეთის მხარდამჭერი ძალები და ისინი აზერბაიჯანში ჩავიდნენ თურქეთის სამხრეთიდან.