ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის თანხმობით. რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
”აქ ძირითადი კითხვაა, მზად არიან თუ არა კონფლიქტური მხარეები, კერძოდ სომხეთი და აზერბაიჯანი. ნებისმიერი მშვიდობისმყოფელის ან დამკვირვებლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა თანხმობით”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი სამშვიდობოების კონტინგენტის გასგზავნად მთიან ყარაბაღში.
”ჯერ პასუხი არ მიგვიღია”, – დასძინა მან.