მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს აზერბაიჯანის მიერ არცახის ჰოსპიტალის დაბომბვასთან დაკავშირებით

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი ელოდება, რომ მსოფლიო ყურადღებას გაამახვილებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ არცახში  ჰოსპიტალის მიზანში ამოღების ფაქტთან დაკავშირებით.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჰოვანისიანმა განაცხადა 14 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.

”დღეს გაკეთდა განცხადება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს  ჰოსპიტალი,  რასაც  დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მთელს მსოფლიოში, თუ როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გასაკვირი არ არის, ეკლესია თუ დაბომბეს, ჰოსპიტალსაც არ დაინდობდნენ”, – თქვა ჰოვანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button