მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის მიერ სამხედრო ობიექტების დამიზნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე ლეგიტიმურია

დღეს აზერბაიჯანმა სომხეთში საბრძოლო მოვალეობის შემსრულებელი სარაკეტო სისტემა ამოიღო მიზანში. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

”დღის განმავლობაში, აზერბაიჯანმა ატერიტორიებზე საუბრისას, ჯერ მოიხსენია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, შემდეგ ქარვაჭარი, შემდეგ სომხეთის საზღვარი, შემდეგ სომხეთი. როგორც ჩანს, მათ გეოგრაფიის პრობლემა აქვთ. მიზანში იქნა ამოღებული სარაკეტო სისტემა საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას , რაც ლეგიტიმურს ხდის ს სომხეთის მიერ საპასუხო ნაბიჯებს – ასეთივე  საბრძოლო სამიზნეების დამიზნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე”, – თქვა მან.

ჰოვანისიანმა ასევე ისაუბრა მარტაკერტის საავადმყოფოს დაბომბვაზე  და გამოაცხადა, რომ მას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს.

”მათ უნდა დაინახონ, თუ როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების სამიზნედ გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ  ეს გასაკვირი არ არის ჩვენთვის.   ეკლესია თუ დაბომბეს, ჰოსპიტალსაც არ დაინდობდნენ”, – თქვა ჰოვანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button