მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად არცახში 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად  არცახში  სულ 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას არცახის  ადამიანის უფლებათა დამცველი არტაკ ბეგლარიანი ავრცელებს.

”აზერბაიჯანმა არცახში გვიან ღამით მძიმე არტილერიით განაგრძო სამოქალაქო დასახლებების მიზანსი ამოღება. სოფელ კარმირ შუკაში მათ გამოიყენეს სმერჩის კასეტური ბომბი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, მეორე დაიჭრა.  საერთო ჯამში დაიღუპა 34 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 სამხედრო ტყვე “, – წერს ბელგარიანი  ტვიტერის მიკრობლოგში.

სომხეთის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე არის ქარვაჭარის რაიონის სოფელ ყარავანში მცხოვრები მარინე ფილოსიანი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ნახეთ მეტი
Back to top button