მთავარიპოლიტიკა

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი სომეხ სამხედრო ტყვეთა დახვრეტას საომარ დანაშაულად მიიჩნევს

არცახის  ადამიანის უფლებათა დამცველი  არტაკ ბეგლარიანი გამოეხმაურა  აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ.  ბეგლარიანმა Twitter- ის მიკრობლოგში დაწერა, რომ ეს არის აზერბაიჯანის მიერ  ჩადენილი   საომარი  დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც აზერბაიჯანული წყაროდან გავრცელდა.

”აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ამცირებენ  და  კლავენ არცახელ  სამხედრო ტყვეებს, რომელთაგან ერთი მოხუცი სამოქალაქო პირია. ჩვენ უკვე გვაქვს უამრავი მტკიცებულება ასეთი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. აი, მტკიცებულებები აზერბაიჯანული წყაროდან”, – წერს ბეგლარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button