მთავარიპოლიტიკა

ებრაელმა სტუდენტებმა ისრაელის მთავრობას აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებისკენ მოუწოდეს

ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირმა ისრაელის მთავრობას აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებისკენ მოუწოდა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია კავშირის “ფეისბუქის” გვერდზე.

”ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას შეაჩეროს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება, სანამ კონფლიქტი გაგრძელდება და შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობისადმი ღია წერილით, კავშირის წევრებმა აღნიშნეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ისრაელის წარმოების იარაღები, დრონები და არტილერია გამოიყენებოდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს და თავდასხმა ხორციელდება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

”ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობასა და კნესეტს აღიარონ, რომ 1915-1923 წლებში. 2-3 მილიონი სომეხისა და პონტოს ბერძენ-ასურელების გენოციდი განხორციელდა ოსმალეთის იმპერიის მიერ. ეს იყო 2-3 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის განზრახ, სისტემური განადგურება და არა საომარი მოქმედება”, – ნათქვამია წერილში.

ნახეთ მეტი
Back to top button