
დღეს ევროპაში მცხოვრებმა სომხებმა საფრანგეთისა და ბელგიის სახელმწიფოთაშორისი საავტომობილო გზა ჩაკეტეს Stop Genacide- ის მოთხოვნით.
აქციამ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მთლიანად პარალიზება მოახდინა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის ორივე მიმართულებით.
სომხებმა მანქანები გააჩერეს მაგისტრალის ცენტრში, ეჭირათ პლაკატები არცახის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და მანქანებიდან გადმოვიდნენ სომხეთისა და არაცხის დროშებით.
მომიტინგეები შესძახოდნენ “შეაჩერე გენოციდი”, “არცახი არის სომხეთი”, “ერდოღანი ტერორისტია”. მათ პლაკატებზე განთავსებული ფოტოებით წარმოადგინეს აზერბაიჯანულ-თურქული არმიის მიერ არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსობა და მათი შედეგები.