მთავარიპოლიტიკაყველა სტატია

თურქეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანის ოკუპაციით: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

არცახში დაწყებული ომით, თურქეთს სურს გაკვეთილი მისცეს როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგისიანმა ბრიტანულ  გამოცემა The Critic-თან ინტერვიუში ასეთი რწმენა გამოხატა და კომენტარი გააკეთა ომის მთავარ მიზანზე.

“რატომ არის თურქეთი აქ?” პირველ რიგში, აზერბაიჯანისთვის გაკვეთილის მისაცემად. აზერბაიაჯნს ეუბნება, რომ  თქვენ ვერ გაიმარჯვებთ და ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხშიო, ეუბნება, რომ თქვენ ჩვენი ეთნიკური ძმები ხართო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, დღეს თქვენ გჭირდებით, დაგჭირდებით ხვალ და  სამუდამოდ. მეორეა ის არის, რომ სომხებსთვისაც გაკვეთილია,  რადგანაც  თქვენ მოელით ჩვენგან გენოციდის აღიარებას?  მაშინ დაივიწყეთ, ჩვენ აქ ვართ, გავაგრძელებთ იმას, რაც ასი წლის წინ დავიწყეთო ”, – თქვა სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი, თავისი ძმური ლოზუნგებით, ასევე დაინტერესებულია აზერბაიჯანის ოკუპაციით.

”ისინი განსაზღვრავენ აზერბაიჯანის მომავალს, გააკონტროლებენ ენერგიის წყაროებს კასპიის ზღვიდან ევროპაში. როცა ისინი შევლენ  აზერბაიჯანში  ისინი მომხმარებლები კია რა იქნებიან, არამედ გააკონტროლებენ მილსადენებს?  ყველას, ვინც კასპიის ზღვის აუზშია, შუა აზიიდან ევროპამდე, მძევლად გადაიქცევა, როდესაც თურქეთი კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე რეალურ კონტროლს განახორციელებს”, – თქვა სარგისიანმა.

მისივე თქმით,  არცახის  მოსახლეობა იბრძვის არა მხოლოდ მისი არსებობის უფლების,არამედ რუსეთისა და ირანის უსაფრთხოებისათვიაც.

”ისინი ასევე ირიბად იბრძვიან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. თუ თურქეთი და მისი მოჯაჰედები აქ დარჩებიან, ისინი საფრთხეს შეუქმნიან ყველას კავკასიაში. ეს პატარა ერი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, სხვებს იცავს”, – თქვა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი ამ კონფლიქტის მთავარი უარყოფითი ფაქტორია,  და თუ თურქეთი გამოვა ომიდან, ომი დასრულდება ერთ ან ორ დღეში.

”აქ დარჩენით თურქეთი გააუარესებს სიტუაციას სხვების ჩართვით. ეს კატასტროფული იქნება. კავკასიაში ამას დიდი კონფლიქტი მოჰყვება, რაც შეიძლება ბევრად უარესი იყოს, უარესი ვიდრე სირიაში მოხდა“,  – თქვა სარგისიანმა და დასძინა, რომ თურქული ფაქტორის გამორიცხვა მშვიდობის გასაღებია.

ნახეთ მეტი
Back to top button