მთავარიპოლიტიკა

იტალიის ქალაქმა მილანმა აღიარა არცახის დამოუკიდებლობა

15 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მილანში მიიღეს მატეო ფორტეს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც დაგმობილია თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესია არცახის წინააღმდეგ და აღიარებულ უნდა იქნას არცახის დამოუკიდებლობა.

კანონპროექტის მიღებას ასევე ესწრებოდა სომხეთის ელჩი იტალიაში.

 ”წუხელ, სასწრაფო შუამდგომლობით, მილანის საკრებულომ ერთხმად აღიარა არცახის დამოუკიდებლობა, და როგორც აღნიშნულია შუამდგომლობაში, მილანის მერს და ქალაქის მთავრობას დაევალა – ,,სთხოვონ იტალიის ეროვნულ მთავრობას აღიაროს არცახის რესპუბლიკა, როგორც ცივილიზაციის აქტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა, არამედ ბოლო მოეღოს დუმილს, რომელიც უკვე დიდი ხანია ხდება დანაშაულის თანამონაწილე”, – წერს დეპუტატი გაიანე აბრაჰამიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button