მთავარიპოლიტიკა

მე ვისურვებდი საბოლოოდ მოგვარებულიყო ყარაბაღის დაპირისპირება. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ,,როსია სეგოდნია“-ს გენერალურ დირექტორ დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორ აფასებს შექმნილ სიტუაციას, რა ინფორმაცია აქვს ერევანს გარდაცვლილთა შესახებ, და რა არის ცნობილი რეგიონში უცხოელი დაქირავებულების არსებობის შესახებ. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ დგას კონფლიქტის ამჟამინდელი ესკალაციის უკან, რა კომპრომისებისთვის არის მზად სომხეთი და რა ნაბიჯებს არ გადადგამს იგი ნებისმიერ შემთხვევაში.

ბატონო პრემიერმინისტრო, გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე სომხეთისა და მსოფლიოსთვის ასეთ რთულ პერიოდში. როგორ აფასებთ საომარი მოქმედებების შედეგებს 27 სექტემბრიდან დაწყებული? რა დანაკარგი აქვთ, ბევრი ტყვეა?

– სიტუაცია ძალზე რთულია. ორივე მხარეს ბევრი დანაკარგი აქვს. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია თავს იცავს, ორგანიზებას უწევს თავდაცვას, სიტუაცია შემიძლია  საკმაოდ რთულად შევაფასო.

ანუ, მხარეების დანაკარგები და ტყვეთა რაოდენობის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება?

– აშკარაა, რომ ორივე მხარეს ბევრი მსხვერპლი ჰყავს, მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც სასტიკი ომია. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის უპრეცედენტო ომი XXI საუკუნეში, რადგან მასში მონაწილეობს ყველა სახის იარაღი – ტანკები, უპილოტო მფრინავი აპარატები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, სარაკეტო სისტემები და ა.შ. და მრავალი სამხედრო და ჯარი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და სასტიკი ბრძოლები, მაგრამ ამჟამად ყარაბაღის არმიას შეუძლია თავდაცვის უზრუნველყოფა. სინამდვილეში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის გეგმები მთიანი ყარაბაღის აღება ბლიცკრიგის საშუალებით, ჩაიშალა.

ბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენ ხშირად გვესმის აზერბაიჯანის მხარეს მებრძოლი უცხოელი დაქირავებულების და ტერორისტების შესახებ. გაქვთ მტკიცებულებები?, და უცხოელები მართლა იბრძვიან სომხეთის მხარეს?

– ამაზე უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსია და ეს მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ის დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ ვინ რა მიზეზით დაიწყო საომარი მოქმედებები. რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ სირიიდან ჩამოყვანილი ტერორისტი ბოევიკები მონაწილეობენ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ბრძოლებში. არსებობს დამადასტურებელი ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნდა. ახლა აშკარაა, რომ თურქეთი არის ამ ომის მთავარი სპონსორი. თურქეთმა დაიქირავა და გადაიყვანა თავდამსხმელი ტერორისტები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მთიან ყარაბაღზე შეტევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თურქეთის ეგიდით.

მნიშვნელოვანია გაგება, თუ რატომ? ვინაიდან აშკარა იყო, რომ აზერბაიჯანის არმიას მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის წინააღმდეგ მარტო ბრძოლა არ შეეძლო. ამიტომაც თურქეთმა გადაწყვიტა ტერორისტების ჩართვა, თურქული ჯარები არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების მართვაში მონაწილეობენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ თურქული არმიის სპეციალური ქვედანაყოფები. ზოგიერთი წყაროს თანახმად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ პაკისტანის არმიის სპეციალური ქვედანაყოფებიც. ვფიქრობ, მინიმუმ თურქეთის მხრიდან მებრძოლების მონაწილეობა დადასტურებულია მთელ მსოფლიოში, რადგან მრავალი საერთაშორისო მედია უკვე წერს ამის შესახებ.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიდა, რომ ბოევიკები მოკლეს ჩეჩნეთში და დაღესტანში. იყო ინფორმაცია, რომ ეს ბოევიკები რუსეთში ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, სირიიდან. და მე აქ პირდაპირ კავშირს ვხედავ. თურქეთმა მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაიყვანა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახლა კი ისინი უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში არიან. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ცხადყოფს, რომ მოცემული ვითარება ეხება არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, არამედ გასცდა ადგილობრივ საზღვრებს. ეს უკვე არის სრულფასოვანი რეგიონული კონფლიქტი, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების კონკრეტულ ინტერესებზე. ვფიქრობ, განსაკუთრებით რუსეთში მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ფაქტს.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის მხარეს უცხოელები არ იბრძვიან. შეიძლება იყვნენ სომხები, რომლებიც დიასპორიდან ჩამოვიდნენ თავიანთი თანამემამულეების დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ დაქირავებულად.

მოსკოვის 10 ოქტომბრის შეთანხმებებში ნახსენებია მოლაპარაკების ფუნდამენტური პრინციპები. გთხოვთ, განმარტოთ ეს პრინციპები, როგორ გესმით ისინი?

– ეს საყოველთაოდ ცნობილი პრინციპებია: ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საკითხავია, თუ როგორ განმარტავენ მხარეები ამ პრინციპებს. რადგან მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ სხვადასხვა მხარეები მათ განსხვავებულად განმარტავენ. ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ამ მნიშვნელოვანი პრინციპებიდან ერთი უკვე დარღვეულია. მე უკვე აღვნიშნე, ეს არის ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობა ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად.

ბატონო პრემიერმინისტრო, თუ კომპრომისებზე ვისაუბრებთ, რა კომპრომისებისთვის ხართ მზად? არის ხაზი, რომელსაც არასდროს გადაკვეთთ?

– დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ხაზი – მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება. სომხეთი ყოველთვის მზად იყო ასეთი კომპრომისისთვის. ყველაზე ცნობილი ყაზანის ინიციატივაა, როდესაც სომხეთი მზად იყო კონკრეტული კომპრომისისთვის. მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რადგან არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიანი ყარაბაღის სომხების თვითგამორკვევის უფლება. მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია.

მაპატიეთ, მე განვმარტავ, კონკრეტულად რომელ კომპრომისზეა საუბარი.

– მე ვთქვი, რომ სომხეთი მზად იყო კომპრომისებისთვის. თქვენ ჰკითხეთ, იყო თუ არა წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავკვეთთ. მე ვთქვი – დიახ, ეს არის მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება.

ჩვენ ვისაუბრეთ ხაზის შესახებ, რაც შეეხება კონკრეტულ კომპრომისს? სწორად გავიგე, რომ თქვენ არ ისურვებდით ასეთი კომპრომისის მაგალითის მოყვანას?

– თქვენ იცით, ახლა მოსკოვის განცხადებაში განმარტებულია კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა აღდგეს კონკრეტული მოლაპარაკებების პროცესი. ამ შეთანხმების ქვეშ უკვე აღწერილია კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ეს ნაბიჯები ყარაბაღის საკითხის მოსაგვარებლად. ჩვენ მზად ვართ ასეთი კომპრომისებისთვის, ჩვენ მზად ვართ პროპორციული კომპრომისებისთვის, რისთვისაც აზერბაიჯანი არის მზად.

– გმადლობთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენ ნამდვილად ვთქვით, რომ ეს ომი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, რომ ეს სისასტიკე ისტორიაში შევიდა და ორივე ლიდერი  შევიდა ისტორიაში, როგორც სასტიკი ომის მონაწილეები. როგორ ისურვებდით ისტორიაში დარჩენას ამ ყველაფრის შემდეგ?

– ეს არ არის პირადი ამბიციების საკითხი. ვისურვებდი ყარაბაღის საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ამ ყველაფრის შემდეგ. კომპრომისზე დაყრდნობით. რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის – სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანისთვის. ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტა.

– ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე შეკითხვები დავამთავრე. გსურთ რამის დამატება?

– რა თქმა უნდა. თქვენს პირველ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თურქეთის მიზნებზე ყურადღების გამახვილება. დარწმუნებული ვარ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ადგილის მქონე ცნობილი მოვლენების შემდეგ, თურქეთს სურს სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება სომხების გენოციდის პოლიტიკის გასაგრძელებლად. ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ თურქეთისთვის ეს პრაგმატული მიზანია. არა ემოციური, არამედ პრაგმატული მიზანი, რადგან სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთის უკანასკნელი დაბრკოლებაა ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებისთვის, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს თურქეთის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა. ყველაფერი რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, უნდა განვიხილოთ იმ პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც თურქეთი ახორციელებს ხმელთაშუა ზღვაშს, ლიბიაში, სირიაში, ერაყში, საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ. მე უკვე ვთქვი, რომ ის, რაც ახლა ხდება, უკვე გასცდა ადგილობრივ, ყარაბაღის კონფლიქტს.

თურქეთს სურს გარდაქმნას სამხრეთ კავკასია, ვიდრე აიღოს კონტროლი მთელ სამხრეთ კავკასიაზე და გადააქციოს იგი გაფართოების პლატფორმად ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში გავლენას ახდენს რიგი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესები, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის. შემთხვევით არ აღვნიშნე ინფორმაცია ჩეჩნეთიდან და დაღესტანიდან. საიდან მოვიდნენ ეს ბოევიკები ჩეჩნეთსა და დაღესტანში, სირიელი ბოევიკები? საკითხავია, ეს არის დამთხვევა თუ დაგეგმილი მოქმედება ჩრდილო კავკასიის დესტაბილიზაციის მიზნით, რათა რუსეთის ყურადღება გადაიტანოს სამხრეთ კავკასიის მოვლენებისაგან, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც უნდა შეფასდეს რუსეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button